მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

ფესტივალ „One caucasus“–ის 27, 28, 29 აგვისტოს პროგრამა
19 აგვ 2015
 

ფესტივალ „One caucasus“–ის 27 აგვისტოს პროგრამა

12:00  საათზე  დაიწყება :

  • პროექტ  „თანამონაწილეობით ბიუჯეტის“ მონაწილეების შეკრება და  მხარდაჭერილი პროექტების გამოვლენა,  მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისგან შემდგარი საბჭოს მიერ.
  • ბაშვების ზონა
  • კინოჩვნება ღია ცის ქვეშ

20:00  საათზე  ფესტივალის გახსნა:

ადგილი:  სოფელი  წერაქვი

ინფორმაცია მონაწილეთა  შესახებ:

Warsaw Horns (Poland)– ვარშავული საყვირები

ვარშავის საყვირები არის მუსიკალური კოლექტივ,  რომელიც შედგება სხვადასხვა ჟანრის  (Rock, Reggae & Ska Scene)  ლეგენდარული პოლონური ჯგუფების  ჩასაბერი ინსტრუმენტების საუკეთესო შემსრულებლებისგან. ამ მუსიკალური კოლექტივის შეკრების მთავარი მიზანი საერთაშორისო მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობაა.

ვარშავის საყვირების გუნდი ფესტივალისთვის ერთიანი კავკასია/ One Caucasus შედგება შემდეგი მუსიკოსებისგან:  გრჟეგოჟ  რუტკა (საქსოფონი),  პიოტრ კორჟენოვსკი  (საყვირი),  ლუკაშ  ჰოდორ (ტრამბონი).

Shota Adamashvili (Georgia) – შოთა ადამაშვილი 
არის ერთადერთი ქართველი მომღერალი რომელიც ასრულებს ამერიკულ ქანთრი მუსიკას. იგი დაიბადა ქალაქ ბოლნისში, გარდა ამერიკული ქანთრი მუსიკისა, იგი საკუთარ სიმღერებსაც ასრულებს. მის შემოქმედებაზე გავლენა იქონიეს ჰენკ ვილიამსმა, ვილი ნელსონმა, ჯორჯ სტრეინმა, დვაით იოკამმა, ბლეიკ შელტონმა და სხვებმა. შოთას ოცნებაა იმოგზაუროს აშშ-ს სამხრეთ შტატებში და იმღეროს ამერიკული ქანთრი მუსიკის ერთგული მსმენელებისთვის.

Natural Born Lovers (Georgia/USA) – დაბადებით მოსიყვარულეები 
 არის შესანიშვნავი ქართული  ჯგუფი რომელიც ასრულებს ბლუზს.  ჯგუფის რეპერტუარი შედგება ნამდვილი, კლასიკური ჩიკაგოს-სტილის ბლიუზისაგან:  მუსიკა დასავლეთ სანაპიროდან, მემფისი და ახალი ორლეანიდან, რაღათქმაუნდა მათი საკუთარი სიმღერები. საქართველოში მცხოვრებმა, ჯგუფის ამერიკელმა ლიდერმა, პოლ რიმპლმა, ჰარმონიკაზე დაკვრა თინეიჯერობის ასაკში დაიწყო.  თუმცა, ვილი დიქსონის კონცერტმა 1981 წელს მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ’’ სწორედ მაშინ მიკბინა ბლიუზმა“ ამბობს რიმპლი. ’’მადი უოტერსი გამოვიდა და იმღერა 'I Got My Mojo Working' და მე ვიგრძენი რომ მუხლები მეკეცებოდა. სწორედ მაშინ მივხვდი რომ მთელი ცხოვრება ბლიუზს შევასრულებდი“. ჯგუფის წევრები არიან : პოლ რიმპლი - ჰარმონიკა, ვოკალი; თამაზ MR. T ცხინვალელი - გიტარა;  ლევან ნიურიძე - გიტარა. Dangerous ან სახიფათო დათო გურაშვილი - ბასგიტარა, დავით "DeVito" მანიჟაშვილი - დასარტყამები.

The Bambir (Armenia)– ჯგუფი ბამბირი
„ბამბირის“ მუსიკა ექსპერიმენტული ხასიათისაა აერთიანებს სხვადასხვა  ეთნიკური ჯგუფების მელოდიებს. 
ბამბირი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენდი სომხეთში. ისინი უკრავენ მოსკოვში, პარიზში, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ისტამბულში, ბეირუთში, საქართველოში, საბერძნეთში და, რა თქმა უნდა, მთლიანად სომხეთში. „ხელოვანის საქმე არის ძიება“ ამბობს ბენდის ერთ-ერთი წევრი ნარეკი.


 ფესტივალ „One caucasus“–ის 28 აგვისტოს პროგრამა

12:00  საათზე დაიწყება:

  • პროექტ  „თანამონაწილეობით ბიუჯეტის“ მონაწილეების შეკრება და გამოვლინდება მხარდაჭერილი პროექტები,  რომლებსაც  გამოავლენს მოქალაქეებისგან შემდგარი საბჭო.
  • ბაშვების ზონა
  • კინოჩვნება ღია ცის ქვეშ

20:00  ღონისძიების დაწყება:

ადგილი:  სოფელი წერაქვი

მონაწილეეთა სია და ინფორმაცია:

MAMADOU DIOUF (POLAND/SENEGAL) –მამადუ დიუფი  (Mamadou & Sama Yoon)
 სენეგალური წარმოშობის პოლონელი ვოკალისტი, საზოგადო მოღვაწე და მწერალია.  ამასთან კიდევ ერთი მისი პროფესიაა ვეტერინარობა.  ამ უნივერსალურმა შემსრულებელმა უამრავ საშემსრულებლო ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა, მაგალითად როგორიცაა Tam Tam Project, Diolof-Man ტრიო პაკო სართან და მუჰამედ მებოსთან ერთად.  ის ასევე თანამშრომლობდა პოპულარულ პოლონურ ბენდებთან და შემსურლებლებთან, როგორიცაა Voo Voo, ანა-მარია ვოპეკი, კინორის ორკესტრი და ასობით სხვა. დიუფი აქტიურად მოღვაწეობს, როგორ კლუბისა და რადიო DJ, რა დროსაც პოპულარიზაციას უწევს აფრიკულ და კარიბულ მუსიკას. 2011 წელს იგი დაჯილდოვდა ადგილობრივი გაზეთის "Gazeta Stołeczna"-ს ყოველწლიური ჯილდოთი  ვარშავის სოციალურ და კულტურულ სფეროში მისი საქმიანობის გამო.

THE MARNELI (GEORGIA) – “მარნელი“ ( საქართველო)
ჯგუფი “მარნელი“ არის შესანიშნავი ახალგაზრდული ანსაბლი, რომელიც შეიქმნა ქალაქ მარნეულში, საქართველოში. ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს მარნეულის კულტურის სახლში და აგრძელებენ მუშაობას ბრწყინვალე პედაგოგის - ამირანის ხელმძღვანელობით. ჯგუფის შემოქმედება გულისხმობს ტრადიციული და თანამედროვე მუსიკის შერწყმას. ჯგუფი მარნელი - რომელიც შედგება უაღრესად ნიჭიერი დასარტყამი ინსტრუმენტების შემსრულებლებისა და აზერბაიჯანული წარმოშობის ქართველი შემსრულებლის შაბან მამედოვისაგან - მთელი საზღვრისპირა რეგიონის სიამაყეა.


 ფესტივალ „One caucasus“–ის 29 აგვისტოს პროგრამა

12:00  საათზე დაიწყება:

  • ინტერდისციპლინარული ვორქშოფები - ადამიანის უფლებების შესახებ მსვლელობის ჩათვლით
  • ბავშვების ზონა
  • კინო ჩვენება ღია ცის ქვეშ

20:00  ღონისძიების დაწყება (Caucasus+) :

ადგილი:  სოფელი წერაქვი

მონაწილეეთა სია და ინფორმაცია:

Pako Sarr (Senegal)– პაკო სარი (სენეგალი)  (Soweto Youth Boys, ARRA, Pako Sarr Band)  
არის ცნობილი შემსრულებელი სენეგალიდან, რომელიც ამჟამად პოლონეთში მოღვაწეობს. პაკო არის  მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერი. იგი  განთქმულია მისი შესანიშნავი ხმისა და გიტარაზე დაკვრის არაჩვეულებრივი ოსტატობით. ასრულებს სიმღერებს ინგლისურად, ფრანგულად და ვულუფების ენაზე (ამ ენაზე მეტყველებენ სენეგალში, გამბიასა და მავრიტანიაში - ეს არ წერია, მე დავამატე.) მისი მუსიკა აფრიკული ფესვებისა და დასავლური გავლენის ნაზავია. პაკო სარი ძალიან აქტიურად ჩნდება მსოფლიო სცენაზე, იგი ასრულებს რეგის, აფროს, სოულსა და როკს.

Caucasus Youth Project (working title) (Georgia/Armenia/Azerbaijan) + GORDELA (Georgia)– გორდელა (საქართველო)
გორდელა გახლავთ მანდილოსანთა ანსამბლი, რომელიც 2007 წელს შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გორდელა ასრულებს ქართულ ტრადიციულ სიმღერებს, რომელიც ხასიათდება განსაკუთრებული და შეუდარებელი ჟღერადობით.  ანსამბლის ხელმძღვანელია ბატონი ვლადიმერ (თამაზ) მამალაძე. გორდელას წევრები არიან პროფესიონალი მუსიკოსები. ანსამბლის წევრების საოცარი ნიჭისა და ქარიზმატულობის გამო, გორდელამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. გორდელას მოიხსენიებენ შემდეგნაირადაც: „ანსამბლი, რომელიც ინარჩუნებს და პოპულარიზებას უწევს ქართულ ფოლკლორულ მუსიკას“. ჯგუფი იდეალურად აკავშირებს ძველ და ახალ მუსიკალურ სტილებს.


 ვრცლად იხილეთ: www.onecaucasus.org

 
 
მნახველთა რაოდენობა: 20068
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031