მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი

 

თანამონაწილეობითი ბიუჯეტი

სამოქალაქო ბიუჯეტი/თანამონაწილეობითი ბიუჯეტი, არის პროეტქი  რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებასა და  ხარჯვის პროცეში, მოქალაქეების ინტერესების გაოხატვის საშუალებას იძლევა. გამომდინარე აქედან, აღნიშნული  პროექტის განხორციელებას  უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ხელს შეუწყობს მოქალქეების მაღალ ჩართულობას მათი ქალაქებისა და სოფლების მომავალი განვითარებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებაში.
ასევე დაკმაყოფილდება მოქალქეების ინტრესები, თუ ისინი თავად გადაწყვეტენ რა არის მათთვის პრიორტეტული საკითხები, ისინი უშუალო მონაწილები იქნებიან თავინთი ქალაქის განვითარების პროცესში და გახდებიან თვითმხილველნი თუ სად იხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. 
სამოქალაქო/თანამონაწილეობითი ბიუჯეტი მოქალქეებს საშუალებას  მისცემს გაიგონ, როგორ მუშაობს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა.

რატომ არის მნიშვნელოვანი  თანამონაწილეობითი ბიუჯეტის განხორციელბა?
უპირველესად  , უნდა აღინიშნოს , რომ მოქალქეების ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ვინაიდან საქართველო დემოკრატიის გზას ადგას  მნიშვნელოვნია მსგავსი პროექტების ხელშეწყობა. ამასთან , მოქალაქეების ჩართვა  თანხების განაწილების პროცესში  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის   ეფექტური მართვის საშუალებას იძლევა. ასევე  ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები, მათი აზრის  და საჭიროებების გაგება – უფრო ეფექტური საშუალებაა  ვიდერე  კვლევების ჩატარება.
სწორედ ამიტომ, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელობა  მიზნად ისახავს სამოქალაქო/თანამონაწილეობითი ბიუჯეტის საკითხებში მოსახლეობის უფრო მეტ ჩართულობას. ამის საშუალება კი იძლევა პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტი. 
სამოქალქო/თანამონაწილეობით ბიუჯეტი არის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების ჩართულობას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირებაში და მის განხორციელებაში.
პროექტი ხორცილედება შემდეგნაირად:
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიოტორიულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობაში   ვორკშოფების ჩატარება და თანამონაწილეობითი ბიუჯეტის იდეის გაცნობა.
2. პროექტების წარდგენა, რომლებსაც წარმოადგენენ ცალკეული მოქალაქეები ან საინიციატივო ჯგუფები. 
3. პროექტების წარდგენის შემდეგ ,  ქალაქსა და სხვადასხვა სოფლებში ეწყობა  ღია  დისკუსიები ქალაქისა და რეგიონის პრიორიტეტებზე და პერსპექტივებზე. 
აღნიშნული პროექტი ხორციელდება  „დემოკრატიის მხარდაჭრის“ პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის  რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და დაფინანსებულია  „საერთაშორისო სოლიდარობის“ ფონდი“–ს მიერ , რომელსაც საქართველოში ახორციელებს პოლონური ფონდის „სხვა სივრცე“ ( „The Other Space Foundation”) და ა(ა)იპ „ერთიანი კავკასიის“ წარმომადგენლები. 
ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტი არის პირველი , რომელიც  2015 წელს ახორციელებს 2016 წლის პირველ სამოქალაქო ბიუჯეტის საპილოტე პროგრამას.
მარნეულის მუნიციპალიტეტი თანამონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში გამოყობს საკუთარი ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარს, მიკროპროექტების სარეალიზაციოდ გათვალისწინებულია 500 000 ლარი. ერთი პროექტის მაქსიმალური ღირებულებაა 10 000 ლარი.
საპროექტო განაცხადების წარდგენა შეუძლია მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალქეს ან მოქალქეთა ჯგუფს. საპროექტო განაცხადები გადამოწმდება  ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეების მიერ, რომლებიც განსაზღვრავენ პროექტის ღირებულებას, მისი განხორციელების ტექნიკურ და იურიდიულ შესაძლებლობებს, არის თუ არა მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში, მის ამოცანებში და პრიორიტეტებში. ასევე უნდა განისაზრვროს პროექტის განხორციელების პეროდი: მოკლე თუ გრძელვადიანია. პროექტის ღირებულებამ არ უნდა გადააჭარბოს სამოქალქო ბიუჯეტისათვის გამოყოფილ თანხას. ასეთ შემთხვევაში პროექტი გადავა მუნიციპალიტეტის  პრიორიტეტებში და განხორციელდება ეტაპობრივად.
პროექტი შეფასდება ობიექტურად,  თვითმმართველობაში მომუშავე  კომპეტენტური თანამშრომლების მიერ..


განაცხადის ფორმა - GE

განაცხადის ფორმა - RU
განაცხადის ფორმა - AZ

 
 
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031