20 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, საახალწლო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, კულტურის ცენტრში, გაიმართა კლასიკური მუსიკის საღამო.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, კულტურის სახლის სცენაზე, ყურბან საიდის რომანის მიხედვით შექმნილი ინსცენირება, რეჟისორ გოჩა კაპანაძის ხელმძღვანელობით, ცხინვალის ივანე მაჩაბელის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის სცენაზე, გოჩა ხვიჩიას რეჟისორობით სპექტაკლის „აირწინაღი“ პრემიერა გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის სცენამ, ჰოლანდიურ ანსამბლ „მერანს“ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი 22 წევრისგან შედგება და 22-ვე ჰოლანდიელია, რომლებიც მღერიან როგორც ქართულ ტრადიციულ ფოლკლორულ სიმღერებს, აგრეთვე ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილ უკვდავ ნიმუშებს.
19 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტი აქცია - „მოდი ღამე მუზეუმში“ შეურთდა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.
15 მაისს, პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში მარნეულში შოთა რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის პროექტ „ღირსახსოვარი თარიღები“-ს ფარგლებში გაიმართა, პოეტ ზურაბ გორგილაძის პოეზიის საღამო.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, შაუმიანში მდებარე ალექსანდრე მელიქ ფაშაევის სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
წინა საახალწლო პროგრამის ფარგლებში მარნეულის “კულტურის ცენტრის” ორგანიზებით კულტურის სახლის სცენაზე უკვე მეორედ სპექტაკლი „მედეა“ დაიდგა.
მიმდინარე წლის 27–31 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრთან” არსებული ბენდი „Red Carpet” ქობულეთში ხელოვნების მე-14 საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში „ნარინჯისფერი ქობულეთი“ მიიღო მონაწილოება და ფესტივალის უმაღლესი ჯილდოს, გრანპრის მფლობელი გახდა.
დღეს, ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილოს მსვლელობის შემდეგ, მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ფოლკლორული ღონისძიება გაიმართა

















