მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

მუსიკალური ფესტივალის მესამე დღე
30 აგვ 2015
 

29 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში ფესტივალ „ერთიანი კავკასია“ - “ONE CAUCASUS” - ის ფარგლებში ტრადიციულად გაიმართა სხვადასხვა თემატიკის ვორქშოფები სახელწოდებით : „იოგა“ , „ჟესტების ენა“, „ცეკვა ლინდი ჰოპი“, „სისუფთავის ხე(პრეზენტაცია)“, „დრაკონის შემოსვლის ხატვა“ და „ბუნების მიერ ხატვა“.

ფესტივალის ბოლო დღეს, სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ დასწრებოდნენ და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში, როგორიცაა არმ-რესლინგი და ფრენბურთი.
ფესტივალის დღის ბოლო, ტრადიციულად მუსიკალურ ნაწილს დაეთმო, სადაც მთავარი შემსრულებლები სენეგალელი პაკო სარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გორდელა“, მარიამ ელიაშვილი და მარნეულის კულტურის სახლთან არსებული ხალხური სიმღერების ანსამბლი „იბერია“ იყვნენ.
გარდა საკუთარი რეპერტუარისა, მხოლოდ “ONE CAUCASUS“–ის ფესტივალისთვის შემსრულებლები მისულ სტუმრებს, მუსიკალურ სინთეზებს სთავაზობნენ. მაყურებლებმა ასევე იხილეს პაკო სარის, გორდელასა და მარიამ ელიაშვილის ერთობლივი მუსიკალური შესრულება. 
კონცერტის მსვლელობისას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას მადლობის სიტყვით მიმართა ფესტივალზე მობრძანებისთვის და პატივისცემის ნიშნად კონცერტზე გამომსვლელ შემოქმედებით კოლექტივებს საჩუქრები გადასცა.

კონცერტის დასრულების შემდგომ ფესტივალის პროგრამის ფარგლებში მოეწყო კინოჩვენება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: 
www.marneuli.gov.ge

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მადლობას უხდის ახალგაზრდა ფოტოგრაფს დურსუნ ალაგეზოვს ფოტო-მასალისთვის.

www.onecaucasus.org/ge/

 
 
მნახველთა რაოდენობა: 21774
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031