მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

ფესტივალ “ONE CAUCASUS“-ის მეორე დღე
29 აგვ 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS”-ის მეორე დღე კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა.

სხვადასხვა თავისუფალი ხასიათისა და თემატიკის ვორქშოფების ჩატარების შემდეგ, დღის ბოლოს, მუსიკალურ ზონაში დამსწრე საზოგადოებამ მოუსმინა ექსპერიმენტულ მუსიკალურ სინთეზებს მამადუ დიუფის, პაკო სარის, BOM-ის, ბენდი „მარნელი“-ის, ბენდი „მაუგლი“-ის და შოთა ადამაშვილის შესრულებით. 
კონცერტს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. გამგებელმა დამსწრე საზოგადოებას მადლობის სიტყვით მიმართა ფესტივალზე მობრძანებისთვის და პატივისცემის ნიშნად კონცერტზე გამომსვლელ მუსიკოსებს საჩუქრები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” არის საერთაშორისო და ამავე დროს გრძელვადიანი პროგრამა სამი მეზობელი ქვეყნის კულტურის გადაკვეთაზე (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), რომლის მთავარი მიზანია შეიქმნას შთამაგონებელი, მშვიდობიანი და უსაფრთხო სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. 
ფესტივალი კიდევ ერთ დღეს გაგრძელდება(29 აგვისტოს).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ გვერდს: www.onecaucasus.org/ge

ან 
Facebook-ის გვერდს: www.facebook.com/OneCaucasus

www.facebook.com/OneCaucasus/photos/pcb.717117341726795/717116815060181/?type=1

www.marneuli.gov.ge

www.facebook.com/marneuli.gov.ge

 
 
მნახველთა რაოდენობა: 8202
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
 
სიახლეები
2019 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930