მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

ფესტივალ „ONE CAUCASUS 2015“-ის მოხალისეები
19 აგვ 2015
 

გთავაზობთ ფესტივალ ,,ONE CAUCASUS 2015“-ის მოხალისეების პირველი ნაკადის  შემადგენლობას და მათ შესახებ ინფორმაციას. 
ისინი შემოგვთავაზებენ საინტერესო სხვადსხვა თემატიკის ვორკშოპებსა  და ექსპერიმენტებს!


 მარია ვიტელსი 26 წლის  (პოლონეთი)

2014 წელს  დაამთავრა ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი. 
2013-2014 წლებში ერასმუსის პროგრამის ფარგლებში სწავლობდა პრაღის კარლოვის სახელობის კოლეჯ-უნივერსიტეტში ჩეხურ ენასა და კულტურას.
მარია 2014 წლის ნოემბერიდან პროექტ EVS-ის მოხალისეობრივი პროგრამის ფარგლებში ცხოვრობს ქალაქ რუთავში. სიქას ორგანიზაციაში ასწავლის ინგლისურ ენას და მონაწილოებს სხვადასხვა ვორკშოპების ორგანიზებაში. გარდა ამისა, აქტიურად მონაწილეობს ტრენინგებში თემაზე: ადამიანის უფლებები.
მარიას  სოფელ წერაქვში ჩამოსვლის  მთავარი მოტივაციაა ფესტივალ „ONE CAUCASUS“-ის მოსამზადებელ ეტაპში პიარის მიმართულებით მონაწილეობის მიღება. იგი მხარს უჭერს „ერთიანი კავკასიის“ იდეას და სურს ხალხის მასობრივი ინფორმირება ამ ფესტივალის შესახებ, რათა  მათ შეძლონ მონაწილეობის მიღება ერთიანი კავკასიის სივრცის შექმნის  პროცესში.


ნაილ აიდანი 21 წლის (აზერბაიჯანი)

2015 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი. ფესტივალ „ONE CAUCASUS“-ში მონაწილეობა მისი მეორე მოხალისეობრივი საქმიანობაა.  2012 წელს მოხალისეობრივი პროგრამის ფარგლებში მუშაობდა ევროვიზიის საერთაშორსო მუსიკალური ფესტივალის თანაორგანიზატორად. 2013-2014 წლებში დაწერა წიგნი „სიყვარულის ხმა“ მშობლიურ ენაზე, რომელიც 2015 წელს გამოიცა. ნაილი 6 წლიდან უკრავს ვიოლინოზე.
ნაილის სოფელ წერაქვში ჩამოსვლის მთავარი მოტივაცია  ფესტივალ „ONE CAUCASUS“-ის იდეაა, რომელიც მისი აზრით  ემსახურება ხალხთა შორის მშვიდობას კავკასიის რეგიონში. სურს ფესტივალისთვის მოსამზადებელ ეტაპში იმუშაოს პიარის მიმართულებით. გარდა პიარისა, ნაილი მთარგმნელობით საქმიანობას ეწევა.
პროექტში მონაწილეობის კიდევ ერთი მოტივაცია მისთვის ახალი ადამიანების გაცნობა და დამეგობრებაა.


აგატა ტერება 23 წლის (პოლონეთი)

2011 წელს ჩააბარა ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე (IV კურსის სტუდენტი). 2014 წელს უკრაინაში მონაწილეობას იღებდა საზღვრისპირა უკრაინულ-პოლონურ ახალგაზრდულ მოხალისეობრივ პროგრამაში, რომელიც I მსოფლიო ომის საფლავების წმენდას ითვალისწინებდა.
აგატას საქართველოში ჩამოსვლის მთავარ მოტივაციას ქვეყნის ნახვა წარმოადგენს. სურს ფესტივალ „ONE CAUCASUS“-ის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ვორკშოპების ორგანიზებასა და ჩატარებაში.  აგატა ბავშობიდან მღერის და უკრავს გიტარაზე.


 

ვლადიმერ გუზმანი 28 წლის (მექსიკა)

2014 წელს დაამთავრა ვარშავის სახელმწიფო უნივერისტეტის გარემოს მენეჯმენტის ფაკულტეტი. 2015 წლიდან მუშაობს ვარშავის მულტიკულტურულ ცენტრში.
სახელი – ვლადიმერი მშობლებმა ვლადიმერ ლენინის საპატივსაცემოდ დაარქვეს. 
ვლადიმერის სოფელ წერაქვში ჩამოსვლის მთავარი მოტივაციაა ფეტივალ „ONE CAUCASUS“-ში მონაწილეობა, საქართველოსა და ძველი თბილისის ნახვა. იგი აპირებს საკუთარი ფიზიკური შრომით დაეხმაროს სოფელ წერაქვში „ერთიანი კავკასიის“ ოცნების  ქალაქის მშენებლობას. გარდა  ფიზიკური შრომისა, დიდი სურვილი აქვს რამდენიმე ვორკშოპის სახით ადგილობრივ ბავშვებს ასწავლოს მექსიკური სათამაშოების კეთება, რომლებიც სიმბოლურ დატვირთვას ატარებენ აცტეკურ ენაზე. ამ სათამაშოს აცტეკურ ენაზე ბაბალოტის ეძახიან, რაც ქართულად პეპელას ნიშნავს.


 

ნაილა გუსეინლი 25 წლის  (აზერბაიჯანი)

2012  წელს დაამთავრა ბაქოს, ბაქო-სლავური უნივერისტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.  2014 წლიდან სწავლობს პოლონეთში - ვროსლავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საერთაშორისო კულტურული ურთიერთობის ფაკულტეტზე.
ნაილას საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ „ONE CAUCASUS“-ში მონაწილეობის მთავარი მოტივაცია მისი პოზიტიური დამოკიდებულებაა ფესტივალის იდეისადმი: „ვფიქრობ, რომ მხოლოდ  აზერბაიჯანელი კი არ ვარ, არამედ კავკასიელიც ვარ“ ამბობს ნაილა. უყვარს ექსპერიმენტები და სურს იმუშაოს ადგილობრივ ახალგაზრდებთან, გაუზიაროს სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობის საკუთარი გამოცდილება და ასწავლოს მათ თუ, როგორ გამოხატონ საკუთარი გრძნობები.


 

იულია ლაშჩუკ  27 წლის (უკრაინა)

2010 წელს დაამთავრა უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტუროლოგიის ფაკულტეტი. სწავლობს დოქტურანტურას ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე.
იულია 2014 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ  „ONE CAUCASUS“-ში. წელს მეორედ, სოფელ წერაქვში მისი ჩამოსვლის მთავარი მოტივაცია წერაქველი ადგილობრივების ნახვაა; „მომენატრა ქათველ ხალხთან ურთიერთობა“ – ამბობს იულია. ფესტივალის დახმარებით სურს იყოს ერთ-ერთი აგური, რომელიც ააშენებს კავკასიურ სახლს. თუმცა იულია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ გაცილებით მეტს აძლევს მას ვიდრე,  ის სთავაზობს ფესტივალს საკუთარი მოხალისეობრივი საქმიანობით.


მიშა ასლიკიანი 22 წლის (საქართველო)

 2014 წელს დაამთავრა თბილისის ღია სასწავლო უნივერისტეტის სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ფაკულტეტი. 
მიშას ფესტივალ „ONE CAUCASUS“-ში მონაწილეობის მთავარი მოტივაციაა გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოხალისეების ერთობლივ მუშაობას, მიიღოს გამოცდილება გუნდურ მუშაობაში. სურს ფესტივალის მოხალისეებს გაუზიაროს საკუთარი პროფესიული გამოცდილება და ამასთან ისწავლოს მათგან რაიმე ახლი.
მიშა ფლობს 5 ენას (ინგლისური, ქართული, სომხური, აზერბაიჯანული და რუსული) და ამიტომ ფესტივალზე გარდა ფიზიკური შრომისა იმუშავებს თარჯიმნად ადგილობრივ სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან. იგი მხარს უჭერს ფესტივალის „ერთიანი კავკასია“ მშვიდობიანი თანაარსებობის  იდეას  კავკასიის რეგიონში.


 კაშა დიეკონსკა 28 წლის  (პოლონეთი)

2006 წელს სწავლობდა ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტზე. 2013 წლიდან სწავლობს პოლონეთის UKSW-ის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე.
კაშას ფესტივალ „ONE CAUCASUS“-ში მონაწილეობის  მთავარი მოტივაციაა ხალხის დახმარება ერთიანი კავკასიის შექმნის პროცესში.  შესაბამისად ფესტივალის იდეა მისთვის ძალიან პოზიტიური და ღირებულია.
გარდა ფესტივალის საორგანიზაციო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებისა, სურს ადგილობრივ ახალგაზრდებთან ჩაატაროს ვორკშოპები თემაზე: კომპიუტერული პროგრამირება.


იაკუბ კუპიკოვსკი 33 წლის (პოლონეთი)

მოსწონს როდესაც, მეტსახელად კუბას ეძახიან.
2012 წელს დაამთავრა ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ურბანული არქიტექტურის ფაკულტეტი. კუბას ფესტივალ „ONE CAUCASUS“-ში მონაწილეობის  მთავარი მოტივაცია  საქართველოს ნახვის სურვილი, ქართული ფოლკლორული მუსიკის გაცნობა და ფესტივალ „ONE CAUCASUS“-ის ოცნების ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებაა, რაც მას როგორც ახალგაზრდა არქიტექტორს პროფესიულ გამოცდილებას მისცემს. გარდა არქიტექტურული საქმიანობისა, სურს ადგილობრივ ახალგაზრდებს ასწავლოს სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამირება, რათა მათ უკეთ შეძლონ ადაპტირება თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი ნებისმიერი აქტივობა ფესტივალის იდეის, მშვიდობის იდეის  გარშემო ტრიალებს“– ამბობს კუბა.


კლაუდია კოსიწინსკა 27 წლის (პოლონეთი)

2014 წელს დაამთავრა ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური კულტურული ანიმაციის ფაკულტეტი. 2013 წლიან მუშაობს პოლონურ ორგანიზაციაში „სხვა სივრცე“ . 
კლაუდია 2014 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ  „ONE CAUCASUS“-ში. წელს ხელმეორედ სოფელ წერაქვში მისი ჩამოსვლის მთავარი მოტივაცია თავად ფესტივალის იდეა და მარნეულის მუნიციპალიტეტის  უნიკალურობაა, სადაც სხვადასხვა ეროვნების ხალხები მშვიდობიანად თანარსებობენ. სურს მონაწილეობა მიიღოს ფესტივალ “ერთიანი კავკასიის“ მოსამზადებელ ეტაპში. 
აღსანიშნავია, რომ კლაუდია გახლავთ მარნეულის ახალი პროგრესულ-დემოკრატიული  თანამონაწილეობრივი ბიუჯეტის პროექტის თანაავტორი.
ფიქრობს, რომ მიმდინარე მოხალისეობრივი საქმიანობა კარგი გამოცდილებაა,  მისთვის ახალი ადამიანების დამეგობრების მიზნით.


ირაკლი მიქიანი 19 წლის  (საქართველო)

2013 წლიდან სწავლობს თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკუტეტზე.
ირაკლის სოფელ წერაქვში ჩამოსვლის მთავარი მოტივაციაა გუნდურ მუშაობაში მონაწილეობის მიღება. სურს ფესტივალ „ONE CAUCASUS“ გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება და იდეები. მაგალითად ფესტივალის ფარგლებში ასწავლოს ადგილობრივ ბავშვებს ლექსის მხატვრული კითხვა და ფანდურზე დაკვრა.
ფიქრობს, რომ მისი ეს მოხალისეობრივი საქმიანობა ფესტივალის ფარგლებში შესძენს ახალ მეგობრებსა და უბრალოდ კარგ ნაცნობებს.
„ვფიქრობ, დასავლური ცივილიზაცია ჩამოიტანა ამ ფესტივალმა.  დასავლური ცივილიზაცია არის დიდი მსოფლიოს ნაწილი, რომლმაც მოახერხა სხვადასხვა კულტურისა და რჩეული ცივილიზაციების თავმოყრა, რამაც უპირობოდ გამოარჩია იგი სხვა ცივილიზაციებისგან. შესაბამისად, დასავლური ცივილაზაცია არის ადამიანური კულტურის, ინტელექტისა და ტექნოლოგიების განვითარების ის მწვერვალი, რომლის ნაწილი საქართველოც უნდა გახდეს და ეს მხოლოდ მიიღწევა “ONE CAUCASUS” –ის მსგავსი ფეტივალების განხორციელებით და იმ უდიდესი ძალისხმევით, რომელიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიღოს“,–  ამბობს ირაკლი.


 

ბარბარა ჩემერის 26 წლის (ბელარუსია)

მოსწონს, როდესაც ზედემეტ სახელად ბასიას ეძახიან. 
2013 წლიდან სწავლობს ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე. ბასიას ფეტივალ „ONE CAUCASUS“-ში მონაწილეობის მთავარი მოტივაციაა ენახა საქართველო, გაეცნო ქართველი ხალხი არა,  როგორც ტურისტს არამედ ეცხოვრა მათთან ერთად; გაცნობოდა ქართულ კულტურასა და კულინარიას; ვინაიდან მას სურს სოფელ წერაქვში ყოფნის პერიოდში შეაგროვოს ადგილობრივი სხვადასხვა კულინარიული რეცეპტები.
„ვფიქრობ, კარგი იქნებოდა კავკასიელი ხალხების  სამზარეულოზე ვრცელი ბლოგის გაკეთება“,– ამბობს ბასია.


ნინი მახნიაშვილი 23 წლის   (საქართველო)

2014 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის(GAU) საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ფაკულტეტი. 2012-2014 წლებში მუშაობდა ორგანიზაცია „ევროპული არჩევანი საქართველოსთვის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 2015 წლიდან მუშაობს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული სამსახურის პიარის, ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წამყვან სპეციალისტად.


 აღსანიშნავია, რომ ნინი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით აქტიურადაა ჩართული  პროექტში  „ერთიანი კავკასია“.

ნინის ფესტივალში მონაწილეობის მთავარი მოტივაციაა ფესტივალის იდეა, რომელიც კავკასიის ხალხთა შორის მშვიდობიან თანაარსებობასა და განვითარებას ეძღვნება. „ფესტივალის  მიზანია შექმნას საერთო კულტურული სივრცე და წაახალისოს სამოქალაქო, ურთიერთინტეგრაციული ურთიერთობები კავკასიის რეგიონში“ – ამბობს ნინი. 
სურს მოახდინოს პროექტის „ერთიანი კავკასია“–ს  პოპულარიზაცია და ფესტივალისთვის მოსამზადებელ ეტაპზე იმუშაოს პიარის მიმართულებით, საზოგადოების მეტი ჩართულობისა და ინფორმაციის მასშტაბური გავრცელებისთვის.

 

ვრცლად იხილეთ: www.onecaucasus.org

 
 
მნახველთა რაოდენობა: 18950
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031