მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

გამგებელმა ფესტივალ „ONE CAUCASUS“-ის მოხალისეები მოინახულა
18 აგვ 2015
 

15-16 აგვისტოს, ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, ჩატარდა ერთობლივი ღონისძიება.

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო თვითმმართველი ერთეულების საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2015 წლის გეგმით გათვალისწინებული ტრენინგს თემაზე - „პროგრამული ბიუჯეტი“, ხოლო მეორე ნაწილი ასოციაციის რიგით VIII საერთაშორისო კონფერენციას.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ადგილობრივი  თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად.
მონაწილეებმა ტრენინგზე გაიარეს შემდეგი თემები: საფინანსო სამსახურის მიერ საბიუჯეტო პროცესის ორგანიზება; ინფორმაციის შეგროვება, მიღებული ინფორმაციის ანალიზი; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პროგრამების შემუშავება; ჭერების განსაზღვრა; პროგრამების დახარისხება პრიორიტეტების მიხედვით; პროგრამული ბიუჯეტის შემუშავება; ბიუჯეტის აღსრულება; აღსრულებული ბიუჯეტის შედეგების ანალიზი; პროგრამული ბიუჯეტის შედგენის და აღსრულების მეთოდოლოგია (პროგრამული ბიუჯეტის არსი, აღწერა, შუალედური და საბოლოო შედეგები, შედეგების შეფასების ინდიკატორები).
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.

იხილეთ ბმული: http://lsg.gov.ge/index.php?menuid=4&lang=1&id=110

 
 
მნახველთა რაოდენობა: 21454
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031