მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი

მერია არის მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – „მუნიციპალიტეტი“) აღმასრულებელი ორგანოს – მერისადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.

მერიას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის  უმაღლესი თანამდებობის პირი - მერი, რომელიც არჩეულია 4 წლით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გზით.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია შედგება სტრუქტურული  ერთეულებისგან (9 სამსახური). მერიის  სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას. ამ ეტაპისთვის წარმოდგენილ მერიის  9  სტრუქტურულ ერთეულს  აქვს ქვედანაყოფები – სამსახურის განყოფილებები (ჯამში 19 განყოფილება), რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.

მანეულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები არიან: მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის ორი მოადგილე და მერიის  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.  მუნიციპალიტეტში მათი რაოდენობა შეადგენს  ცამეტს.


 
 
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031