მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

ფესტივალ „ONE CAUCASUS” -ის პრეზენტაცია კავკასიურ სახლში შედგა
04 ნოემ 2015
 

მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, თბილისის კულტურულ ურთიერთობათა ცენტრში „კავკასიური სახლი“ გაიმართა პრეზენტაცია საერთაშორისო ფესტივალის “ერთიანი კავკასია“ -„ONE CAUCASUS” -ის შესახებ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი ვიტეკ ჰებანოვსკი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი და სხვა დაინტერესებული პირები.
პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ფესტივალის გრძელვადიანი პროგრამა სამი მეზობელი ქვეყნის კულტურის გადაკვეთაზე(საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), რომლის მთავარი მიზანია შეიქმნას შთამაგონებელი, მშვიდობიანი და უსაფრთხო სივრცე კავკასიაში მცოხვრები ახალგაზრდებისთვის.
გარდა ამისა, ფესტივალის ორგანიზატორმა ისაუბრა ფესტივალის ჩატარების მნიშვნელობაზე უშუალოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში და მადლობა გადაუხადა გამგებელს ბატონ მერაბ თოფჩიშვილს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის. 
ასევე მოხდა პროექტი „ თანამონაწილეობითი ბიუჯეტის“ საზოგადოებისთვის წარდგენა , პროექტის შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების გაცნობა. 
შეგახსნებთ, რომ მუსიკალური ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ბოლო ორი წლის განმავლობაში 27–28–29 აგვისტოს იმართება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 7971
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
 
სიახლეები
2019 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930