მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სპორტი

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დაიწყო
13 ნოემ 2018
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში სასკოლო  სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს, რომელმაც სტარტი  12 ნოემბერს აიღო. ოლიმპიადაში 72 სკოლიდან  1500–ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს, რომელიც სპორტის  შვიდ სახეობაში შეეჯიბრება ერთმანეთს.

დღეს, გაიმართა  შეჯიბრი  ფეხბურთში , რომელშიც ათი გუნდი მონაწილეობს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2015 წლიდან ტარდება და ყოველწლიური ხასიათისაა.   პროექტის მიზანს საზოგადოებისა და განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში მასობრივად ჩართვა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ   მერიის თანამშრომლები, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და გულშემატკივრები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4515
 
 
 
სპორტი
 
 
სიახლეები
2023 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031