30 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭიდაობა - ძიუდოში.
სპორტული აქტივობა, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ახალგაზრდულმა გუნდებმა, სხვადასხვა წონისა და ასაკის კატეგორიაში.
აღნიშნული ტურნირის მიზანს საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების დაახლოება და მათი მეგობრული და პროფესიული თანამშრომლობის წახალისების მხარდაჭერა წარმოადგენდა.
ღონისძიებას პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ამხანაგური ჩემპიონატის ბოლოს, ყველა მონაწილე სპორტსმენს მედლები და სიგელები, ხოლო გუნდებს თასები გადაეცათ.
სპორტი
საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობისადმი მიძღვნილი ტურნირი
01 ოქტ 2018
მნახველთა რაოდენობა: 5323
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
429
აპრ 22 ოთხ 2020
15598
აპრ 22 შბ 2017
28823
იან 09 ორშ 2017
28379
აგვ 30 სამ 2016
30386
აგვ 27 შბ 2016
29672
სექ 02 პარ 2016
28089
აგვ 26 პარ 2016
27591
აგვ 30 სამ 2016
25731