მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სპორტი

 

მარნეულის ღია პირველობა გოგონათა შორის კალათბურთში
27 სექ 2018
 

დღეს, ქალაქ მარნეულში, „ათა ჰოლდინგის“ სპორტულ დარბაზში გაიმართა მარნეულის ღია პირველობა  გოგონათა შორის კალათბურთში.

სპორტულ აქტივობას, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ჩემპიონატში მონაწილე სპორტსმენებს, მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ დღისთვის, კალათბურთელ გოგონებს მუნიციპალიტეტმა საჩუქრად სათამაშო ფორმები გადასცა.

მოგეხსენებათ, რომ სპორტული ღონისძიება, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4656
 
 
 
სპორტი
 
 
სიახლეები
2023 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930