მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სპორტი

 

შეხვედრა წარმატებულ ძიუდოისტთან
06 ივლ 2018
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე მარნეულელ წარმატებულ სპორტსმენს, ლუკა კაპანაძეს შეხვდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში  კადეტთა შორის მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეხვედრას ეწრებოდნენ მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამირან გიორგაძე, მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი იაგო ნავერიანი, მერიის თანამშრომლები და მწვრთნელები.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა მიულოცა მიღწეული შედეგი ლუკას და წარმატებები უსურვა.

აღნიშნული ჩემპიონატი  ძიუდოში   2018 წლის 28 ივნისიდან - 1 ივლისამდე, ბოსნია-ჰერცოგოვინაში მიმდინარეობდა  ჭაბუკ სპორტსმენთა შორის, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდი, მათ შორის, ორი სპორტსმენი, ბექა წიფიანი და ლუკა კაპანაძე წარმოადგენდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლას.

ლუკა კაპანაძე, რომელიც 66 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ავსტრიელ ძიუდოისტს, სამუელ გასნერს დაუპირისპირდა. მარნეულელმა სპორტსმენმა  მოწინააღმდეგე დიდი უპირატესობით დაამარცხა  და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანის სტატუსი მოიპოვა. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5965
 
 
 
სპორტი
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930