ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დღეს, ქალაქ მარნეულის №3, სოფელ წერეთელისა და ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღებს ესტუმრა, სადაც პროექტ “judo-kids” -ში ჩართული აღსაზრდელების მასტერ-კლასებს დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ძიუდოს ფედერაციის ერთობლივი თანამშრომლობით აღსაზრდელებისთვის, ექვს საბავშვო ბაღში სრულიად უფასოდ ფუნქციონირებს ძიუდოს წრეები, რომელშიც დაახლოებით 200 ბავშვია ჩართული.
აღნიშნული პროექტი, 3 წლიდან ბავშვებისთვის ძიუდოს სწავლებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, ბაღის აღსაზრდელებს ძიუდოს ილეთებს თამაშით ასწავლიან და იგი მიზნად ისახავს ბავშვების სპორტულ განვითარებას.
სპორტი
პროექტი “judo-kids” მარნეულის ბაღებში წარმატებით ხორციელდება
26 სექ 2018
მნახველთა რაოდენობა: 3745
სიახლეები


















ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |