მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სპორტი

 

მშვილდოსნობის ღია ჩემოპიონატში მარნეულელმა სპორტსმენებმა იასპარეზეს
17 აპრ 2019
 

2019 წლის 12-14 აპრილს, საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მომზადების ცენტრის სტადიონზე, გაიმართა ქალაქ თბილისის ღია ჩემპიონატი მშვილდოსნობაში.

აღნიშნულ შეჯიბრებაზე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მარნეულელმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა და დაიკავეს საპრიზო ადგილები.

სალომე ხარშილაძემ, სამოც მეტრიან დისტანციაზე, კადეტებში დაიკავა მესამე ადგილი, ხოლო სალომე გელაშვილი, ახალბედებში, ოცდაათ მეტრიან დისტანციაზე ასევე, მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში, მეოთხე წელია სპორტსკოლის ბაზაზე არსებობს მშვილდოსნობის ჯგუფი, რომლის მწვრთნელიც გიორგი გორდეზიანი გახლავთ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3688
 
 
 
სპორტი
 
 
სიახლეები
2023 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031