მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მერიის სოციალური სერვისების კამპანია
09 ოქტ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ კონკურსში “საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ევროპის საბჭოს გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც „მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების შესახებ სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ინფორმირებულობის კამპანია’’ ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ კამპანია ინოვაციური ხასიათისაა და მის ფარგლებში შშმ პირების ინფორმირებულობა მუნიციპალური სოციალური სერვისების შესახებ, მათზე მორგებული ფორმით გაიმართა: ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაიბეჭდა ბუკლეტები. ასევე, შეიქმნა საინფორმაციო ვიდეო-რგოლები სამ ენაზე ჟესტური ენის თარგმანით და სპეციალური ბუკლეტები ბრაილის შრიფტით.

კამპანიის ფარგლებში თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში მიზნობრივ ჯგუფებთან ჩატარდა შეხვედრები. გაიმართა, პროექტის პრეზენტაცია, დარიგდა ბეჭდური მასალა და ნაჩვენები იქნა საინფორმაციო ვიდეო რგოლი.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციას, სხვადასხვა მუნიციპალური სერვისების შესახებ მეტ ინფორმირებულობას და შშმ პირების ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

პროექტი მარნეულის მუნიციპალიტეტის საპროექტო სამუშაო ჯგუფმა დაწერა, რომლის შემადგენლობაში შედიან: მამუკა შუბითიძე, ნინო დეკანოიძე, ირინე მაჭარაშვილი, თამარ კიპაროიძე და დავით ჭიკაძე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1439
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1375
სექ 19 სამ 2023
1620
ივლ 05 ოთხ 2023
1830
 
 
სიახლეები
2024 თებერვალი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829