მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

8 აგვისტო - 15 წელი რუსეთ–საქართველოს ომიდან
08 აგვ 2023
 

8 აგვისტო - 15 წელი რუსეთ–საქართველოს ომიდან 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. 

ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისს, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც დაესწრნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სიმბოლურად, სასაჩუქრე კალათები და ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცათ.

„დღეს პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. 15 წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან, რომელმაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია შეცვალა, დავკარგეთ ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო მოსამსახურე, ათასობით მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

გვირგვინით შევამკეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. ამ ადამიანებმა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას,დამოუკიდებლობას და უკეთეს მომავალს შესწირეს საკუთარი სიცოცხლე. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები ჩვენი მუნიციპალიტეტიდან.  მადლობა ბიჭებს გმირობისთვის.ვალდებულები ვართ გვახსოვდეს მათი ღვაწლი ჩვენი სამშობლოს წინაშე“-მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1779
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1380
სექ 19 სამ 2023
1624
ივლ 05 ოთხ 2023
1830
 
 
სიახლეები
2024 თებერვალი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829