9 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დამსწრე წევრებმა საბჭოს თავმჯდომარედ ვალი დამირჯალიევი და მოადგილეები: ნინო ჭინჭარაული და არამ აკოპიანი აირჩიეს. ასევე, არჩეულ იქნა საბჭოს ადმინისტრატორი, ნათო ალაზოვი.
დღეს, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივის მისაგებად, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წერეთელში, ალგეთსა და თამარისში არსებული 9 აპრილის მემორიალები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გვირგვინებით შეამკეს.
17 მარტიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“ მიმდინარეობს. „დიდგორელი“ ისტორიის სასკოლო კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ისტორიით დაინტერესებას და ისტორიის - როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნის პოპულარიზაციას.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში, სტიქიური ნაგავსაყრელის განთავსების ადგილი გასუფთავდა და ადგილზე, რეკრეაციული სივრცის მოწყობისთვის, შესაბამისი ღონისძიებების გატარება აქტიურად მიმდინარეობს.
მარნეულში მცხოვრებმა მცირე მეწარმეებმა, ქვემო ქართლის ტურისტული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაში მიიღეს მონაწილეობა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში, „ახალგაზრდული საბჭოს“ შექმნასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ახალგაზრდული სააგენტოს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები და ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ (NALAG) ევროკავშირის პროექტის N4ED ფარგლებში, გამოცხადებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული გახდა.
ქალაქ მარნეულში, ბაქოსა და შარიფოვის ქუჩის კვეთაზე ხელოვნურსაფარიანი მინი საფეხბურთო მოედნი მოეწყო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებული ესეების ავტორების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
დღეს მარნეულის მერიაში 8 მარტი მუნიციპალიტეტში მოღვაწე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელ ქალებს მიულოცეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებული ესეების ავტორების დაჯილდოების ცერემნია გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპატარის ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სპეციალური ლექცია ჩატარდა.
მერიაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ, ზაურ ტაბატაძესა და სსიპ კოლეჯი „მოდუსის“ დირექტორ, ეკატერინე პატეიშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ, მოადგილე კენან ომაროვთან ერთად, მუნიცპალიტეტის ადმინისტარციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

















