მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულობა 2023
19 სექ 2023
 

მარნეულში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერში   „მარნეულობა 2023“ აღინიშნა.

ღონისძიებას მარნეულის მერი კენან ომაროვი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი,  საქართველოს პარლამენტის წევრი მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, საქართველოს პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ქვემო ქართლში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური ინსტალაციები, პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენები. ჩატარდა საწნახელში ყურძნის დაწურვის, პურის ცხობისა და  ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასები. მუზეუმში ღია ცის ქვეშ,  მარნეულის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილი იყო ტრადიციული ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, ბერძნული კულინარია და ეთნოგრაფიული ნიმუშები.

მაყურებელთა წინაშე მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ადგილობრივი შემსრულებლები წარსდგნენ; ასევე - მოწვეული შემსრულებლები  აშუღი ნარგილე მეჰთიევა და მირზა ფათალი ახუნდოვის მუზეუმთან არსებული ანსამბლი „მეიდანი“.

პატარების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ.

გაიმართა აქტივობები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

შეკრებილ მოსახლეობას „მარნეულობა“  მერმა კენან ომაროვმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ მიულოცეს.

საღამო გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას მომღერალი ნინო ჩხეიძე და ღამის შოუს ბენდი მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ მასშტაბური ღონისძიება „მარნეულობა“, რომელიც მუნიციპალიტეტის  მრავალფეროვანი კულტურის, სხვადასხვა ეთნოსის ჰარმონიული თანაცხოვრების წარმოჩენას ემსახურება, წელს პირველად ჩატარდა და ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2767
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2596
სექ 19 სამ 2023
2768
ივლ 05 ოთხ 2023
2864
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
522
2024 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930