მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2022 სიახლეები

 

მარნეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დასრულდა
07 მარ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

კრებებზე ადგილობრივებმა დასახლებების მიხედვით განსაზღვრეს, თუ რა ტიპის პროექტი განხორციელდება 2022 წელს მათ სოფლებში.

აღსანიშნავია, რომ კონსულტაციები მერის, კენან ომაროვის ბრძანებით განსაზღვრული სამი სამუშაო ჯგუფის მიერ, მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის 77 სოფელში გაიმართა.

მოსახლეობასთან გამართულ ბოლო შეხვედრებს სამუშაო ჯგუფთან ერთად, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე ესწრებოდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილია 1 232 000 ლარი, რომლითაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1392
 
 
 
 
 
სიახლეები
2022 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031