მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ სადახლოს მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს მოქალაქეთა საჭიროებები და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად მიიღეს საპროექტო წინადადებები.
მოგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში კონსულტაციებს მერის ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გამართავს. სოფლის საერთო კრებებზე შეირჩევა ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრიორიტეტული პროექტები.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილია 1 232 000 ლარი, რომლითაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2022 სიახლეები
მარნეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
16 თებ 2022
მნახველთა რაოდენობა: 3752
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
428
აპრ 22 ოთხ 2020
15596
აპრ 22 შბ 2017
28822
იან 09 ორშ 2017
28378
აგვ 30 სამ 2016
30385
აგვ 27 შბ 2016
29672
სექ 02 პარ 2016
28088
აგვ 26 პარ 2016
27590
აგვ 30 სამ 2016
25730