მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ბიუჯეტის დოკუმენტის პრიორიტეტული საკითხების საჯარო განხილვა
03 აგვ 2023
 

2024-2027 წლის ბიუჯეტის  დოკუმენტში შეტანილი პრიორიტეტული საკითხების პირველადი ვერსიის საჯარო განხილვა

ქალაქ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლის ბიუჯეტის დოკუმენტში შეტანილი პრიორიტეტული საკითხების პირველადი ვერსიის საჯარო განხილვა გაიმართა. დოკუმენტი მოიცავს საშუალოვადიან პერიოდში მუნიციპალიტეტის დასაგეგმ შემოსავლებს, გადასახადების, ასევე, პრიორიტეტებზე (პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე) გათვალისწინებულ თანხის ოდენობებს.

შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ფანგანმა გახსნა და ისაუბრა  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის კობა ჩხიტუნიძის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის  და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და თემით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ღონისძიება USAID- ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით ჩატარდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2277
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1975
სექ 19 სამ 2023
2246
ივლ 05 ოთხ 2023
2381
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930