მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, 2020 წელს, მერიის მიერ გამოცხადებული ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული, დასრულებული პროექტი მოინახულეს.
„ქალების განვითარება და სპორტი“ - წითელისოფლის ახალგაზრდული ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი-ის მიერ წარდგენილი ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც საფეხბურთო კლუბის „ალგეთი 2“-სთვის - განხორციელდა ფორმებისა და ბურთების შეძენა. სოფლის სტადიონზე განახლდა ინფრასტრუქტურა და ინვენტარი, კერძოდ აიწყო გად ასატ ანი კარები, შეკეთდა სკამები, დაიხაზა მოედანი, დამონტაჟდა ბოძი დროშისთვის.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წელს გამოცხადებული ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში გაიმარჯვებული 11 პროექტი დაფინანსდა.
სიახლეები
პროექტი „ქალების განვითარება და სპორტი“
26 იან 2021
მნახველთა რაოდენობა: 590
სიახლეები

















