მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სასმელი წყლით მარნეულის კიდევ ერთი სოფელი მომარაგდა
21 ოქტ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოში, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, სასმელი წყლის მასშტაბური პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც, სოფელში მოეწყო რეზერვუარი და შიდა ქსელები.

აღსანიშნავია, რომ მანამდე სოფლის მაცხოვრებლებს სახლში წყალი არასდროს ქონიათ, არსებული მდგომარეობით კი 200-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ხარისხიანი სასმელი წყლით, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 668 954 ლარი გამოიყო.

დასრულებული პროექტი ადგილზე მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა, მოადგილე ზაურ ტაბატაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან ერთად მოინახულა. მერი ულაშლოელებს ოჯახებში ესტუმრა და სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება პირადად მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად, მოსახლეობის წყალმომარაგება წარმოადგენს, რისთვისაც მიმდიანარე წელს, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, აღნიშნული მიმართულებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 317
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930