მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
2018-09-28

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სპორტული ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. მინი ფეხბურთის ჩემიპიონატი ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის გრძელდება.

ვრცლად
2018-09-27

დღეს, ქალაქ მარნეულში, „ათა ჰოლდინგის“ სპორტულ დარბაზში გაიმართა მარნეულის ღია პირველობა  გოგონათა შორის კალათბურთში.

ვრცლად
2018-09-27

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში,  მარნეულის მუნიციპალიტეტისა და ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა“- ის ერთობლივი ორგანიზებით,  მიმდინარებს  ჩემპიონატი   მინი ფეხბურთში, ორგანიზაციებს შორის.

ვრცლად
2018-09-26

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დღეს, ქალაქ მარნეულის №3, სოფელ წერეთელისა და ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღებს ესტუმრა, სადაც პროექტ “judo-kids” -ში ჩართული აღსაზრდელების მასტერ-კლასებს დაესწრო.

ვრცლად
2018-09-25

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

ვრცლად
2018-09-24

ევროპის სპორტის კვირეულს, მარნეულის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. სპორტის კვირეული 23 სექტემბერს, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ მოედანზე,  რაგბის ფესტივალით გაიხსნა,  რომელშიც  ადგილობრივი და მოწვეული გუნდები  მონაწილეობდნენ.

ვრცლად
2018-07-06

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე მარნეულელ წარმატებულ სპორტსმენს, ლუკა კაპანაძეს შეხვდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში  კადეტთა შორის მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ვრცლად
2018-05-16

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ აბაზოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტული სკოლის მოკრივეს, ეშკინ გუსეინოვს შეხვდა, რომელიც მონაწილეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ ბაქოში გამართულ 2018 წლის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე.

ვრცლად
2018-03-20

2018 წლის 14–18 მარტს, ქალაქ მარნეულში, სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგში“ მიმდინარეობდა 2018 წლის საქართველოს ჩემპიონატი კრივში ჭაბუკ მოკრივეთა შორის, რომელიც ნაკრები გუნდის დაკომპლექტებასა და პერსპექტიული სპორტსმენების შერჩევას ისახავდა მიზნად.

ვრცლად
2018-02-08

2018 წელი სპორტულმა სკოლამ  აქტიურად დაიწყო და პირველი წარმატებაც მოიპოვა. მარნეულელმა სპორტსმენებმა,  2018 წლის 2–4 თებერვალს, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში გამართულ  საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკებს შორის ძიუდოში ბექა წიფიანმა (მწვრთნელი: ზვიად ბეჟანიშვილი) – 60 კგ წონით კატეგორიაში და ლუკა კაპანაძემ (მწვრთნელი: დემურ ჟორჟოლიანი) – 66 კგ წონით კატეგორიაში I ადგილი მოიპოვეს.

ვრცლად
2017-11-29

28 ნოემბერს, დიოკნისის საჯარო სკოლაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალი გაიმართა, რომელშიც მარნეულის მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლის გოგონებისა და ბიჭების გუნდები იღებდნენ  მონაწილეობას. 

ვრცლად
2017-07-24

მიმიდნარე წლის 23 ივლისს, ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წითელსოფელსა და ქალაქ მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა სამოყვარული ფეხბურთის მატჩი – სოფელ ყულარის სადახლოს, მარნეულისა და თელეთის საფეხბურთო გუნდებს შორის.

 

 

 

ვრცლად
2017-06-04

3 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა, ქვემო ქართლში ძიუდოს ერთერთი დამფუძნებლის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სპორტის დამსახურებული მუშაკის თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეშვიდე ტრადიციული ტურნირი 2001–2003 წლებში დაბადებულ ძიუდოისტ ვაჟთა შორის.

ვრცლად
2017-05-29

პროექტ  „cync სპორტი ბარიერების გარეშე“–ს ფარგლებში,  ქვემო ქართლის რეგიონალური  ასპარეზობა დასრულდა.
სხვადასხვა სახეობებში ერთმანეთს ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები შეხვდნენ. კალათბურთის ფინალურ მატჩში, გამარჯვება მარნეულის ვაჟთა გუნდმა  მოიპოვა, რომელიც მონაწილეობას, ანაკლიაში, საქართველოს ჩემპიონატზე  მიიღებს.

ვრცლად
2017-05-27

25 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტმა რაგბის ფესტივალს უმასპინძლა. სპორტული ღონისძიება, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, რომელიც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას მიეძღვნა. ფესტივალში მონაწილეობა ქალაქ თბილისის, თელავის, რუსთავისა და მარნეულის სარაგბო გუნდებმა მიიღეს.

ვრცლად
 
 
სიახლეები
2019 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930