მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
კულტურა

 

მარნეული აქციას „ღამე მუზეუმში“ შეურთდა
21 მაი 2018
 

19 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტი აქცია - „მოდი ღამე მუზეუმში“  შეურთდა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.

ღონისძეიბის ფარგლებში მარნეულელი ახალგაზრდები შაუმიანში მდებარე ალექსანდრე მელიქ-ფაშაევის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც მუზეუმის დირექტორმა ახალგაზრდებს მისი ბიოგრაფია  გააცნო.

ღონისძიების მეორე ნაწილი მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის მუზეუმში გაგრძელდა, სადაც ჩატარდა მწერლისადმი მიძღვნილი საღამო. ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მიხეილ ჯავახიშვილის ბიოგრაფია  და  მწერლის ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები. მოეწყო  და-ძმა მარიკო და ვახო უგრეხელიძეების გამოფენა, წერაქვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის მანანა ამირიძის ლექსები.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი, პოეზიის საღმო კოცონის გარშემო,  ცოცხალი მუსიკის ფონზე  გაგრძელდა, რომელიც  სიმბოლურად ფრანების გაშვებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ  მერიის მხრიდან მუნიციპალიტეტის ორივე მუზეუმს სახსოვრად საქართველოს მუზეუმების შესახებ საინფორმაციო წიგნი გადაეცა.

აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1191
 
 
 
კულტურა
 
 
სიახლეები
2019 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30