მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის სცენამ, ჰოლანდიურ ანსამბლ „მერანს“ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი 22 წევრისგან შედგება და 22-ვე ჰოლანდიელია, რომლებიც მღერიან როგორც ქართულ ტრადიციულ ფოლკლორულ სიმღერებს, აგრეთვე ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილ უკვდავ ნიმუშებს.
ანსამბლი მხოლოდ 1 წელია რაც ამსტერდამში შეიკრიბა და პირველ ტურნეს საქართველოში მართავს.
მარნეულში გამართულ ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები თანამშრომლები, კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი წრეების მასწავლებლები, მოსწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კულტურა
მარნეულმა ჰოლანდიურ ანსამბლ „მერანს“ უმასპინძლა
24 ოქტ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4027
სიახლეები

















