მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
კულტურა

 

პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მარნეულში
16 მაი 2018
 

15 მაისს, პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში მარნეულში  შოთა რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია მოადგილესთან ერთად,  ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის  წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების ფარგლებში  განხორციელდა  სხვადასხვა  აქტივობა, კერძოდ,  დედაქალაქიდან ჩასული ცნობილი მეცნიერების (რუსთველოლოგების), მათ შორის მაკა ელბაქიძის, ივანე ამირხანაშვილის, ოქტაი ქაზუმოვის, მწერალთა კავშირის, სრულიად საქართველოს  რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარეების და წარმომადგენლების - ბაღათერ არაბულის, მაყვალა გონაშვილის, ავთანდილ არაბულის, გიორგი გოგოლაშვილის შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან, უფროსკლასელებთან. ჩატარდა სემინარი თემაზე – შოთა რუსთაველის ფენომენის მნიშვნელობაზე. ღონისძიების ფარგლებში  მარნეულის კულტურის სახლის  ფოიეში მოეწყო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სსიპ მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში დაცული, საქართველოს კულტურისა და სპორტის  სამინისტროს ხელშეწყობით, მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების, აგრეთვე სამინისტროს ხელშეწყობით, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე გამოცემული ქართველი მწერლების ნაწარმოებების,  მხატვარ ქეთევან მატაბელის,  ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენები, გაი
მართა „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით და საჯარო სკოლებში ღია გაკვეთილი თემაზე „რუსთაველი ლ. გუდიაშვილის შემოქმედებაში.

ღონისძიება მუსიკალური კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ  მომღერალი ნეკა სებისკვერაძე (კვარტეტი), აშუღი ნარგილე და  მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „იბერია“.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკას გადაეცა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.

პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის ინიციატორიც არის სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი და ხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში  ინტეგრაციის ხელშეწყობა. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4795
 
 
 
კულტურა
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031