2014-10-04
4 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სამედიცინო ცენტის "ლანცეტის" ერთობლივი ძალისხმევით უფასო სამედიცინო გამოკვლევა-კონსულტაციები, ამჯერად, სოფელ შაუმიანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ჩაუტარდათ.
ვრცლად
2014-10-04
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შპს მარნეულის სასურსათო ქარხნის "მწნილისა და მურაბის ფესტივალს" დაესწრო.
ვრცლად
2014-10-03
1. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 დეკემბრის #24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ./მომხს. ვ. მამედოვი/
ვრცლად
2014-10-03
დღეს, 3 ოქტომბერი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და უშუალოდ მერაბ თოფჩიშვილის მხარდაჭერით, გაგრძელდა სოხუმის დაცემასთან დაკავშირებული კვირეული. ღონისძიება სახელწოდებით „ საქართველოს მიწისთვის“ მოაწყო არასამთავრობო ორგანიზაციამ „შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის“. შეხვედრას მარნეულელ ომის ვეტერანებთან და საავიაციო ნაწილის ჯარისკაცებთან ერთად მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სკოლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ვრცლად
2014-10-02
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილევალერი მეტრეველი
საკონტაქტო ნომერი: 577 42 99 79E-mail : valermetreveli@gmail.com
განათლება: უმაღლესი
სამუშაო გამოცდილება:2014 წლის 14 ივლისიდან არჩეულია მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ.2013 წლის 26 სექტებრიდან 2014 წლის ივნისამდე მუშაობდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის უფროსად. 2006-2013 წლებში მუშაობდა კერძო სტრუქტურაში, საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის დამფუძნებელი.1996 წლიდან 2006 წლის 15 ივლისამდე მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორად და საბაჟოს უფროსად.1988 – 1996 წლებში მუშაობდა შ.პ.ს. ,,კავკასიონი“-ს მომარაგების უფროსად.1986 – 1988 წლებში მუშაობდა №23 საგვირაბო რაზმის ინჟინრად.1985 – 1986 წლებში მუშაობდა ,,საქ-მაღარომშენი“-ს ტრესტი №7-ის ეკონომიკური ანალიზის ლაბორატორიის ინჟინრად. 1979 – 1980 წლებში მუშაობდა საგზაო- სამშენებლო სარემონტო სამმართველოში მუშად.
ვრცლად
2014-10-02
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი
საკონტაქტო ნომერი: 597 18 68 38E-mail : nabi_abdullayev@mail.ru
განათლება: უმაღლესი
სამუშაო გამოცდილება: 2014 წლის 14 ივლისიდან არჩეულია მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ.1993 -2013 წლებში ეწეოდა კომერციულ საქმიანობას.1984- 1993 წლებში მუშაობდა მარნეულის მე-6 ტრესტში, სხვადასხვა თანამდებობაზე.
ვრცლად
2014-09-30
გამგებლის თათბირი სამსახურის უფროსებთან
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამშაბათის ტრადიცულ თათბირზე, გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, მისმა მოადგილეებმა ზაურ ტაბატაძემ და ქამანდარ ისმაილოვმა, გამგეობის სამსახურის უფროსების, შპს და სსიპ-ის ხელმძღვანელებთან ერთად გასული კვირის განმავლობაში გაწეული სამუშაოები მიმოიხილეს და მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს.
ვრცლად
2014-09-30
მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2014 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2,008, 275 ლარი გამოეყო, რომლითაც საერთო ჯამში 102 პროექტი დაფინანსდა, ესენია:
ვრცლად
2014-09-27
27 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის „ლანცეტის“ ერთობლივი ძალისხმევით, სპეციალისტთა ჯგუფმა ჩაატარა მსურველთა უფასო სამედიცინო გამოკვლევა და კონსულტაცია. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და მისმა მოადგილემ ქამანდარ ისმაილოვმა დაათვალიერეს მე-5 საჯარო სკოლაში სახელდახელოდ მოწყობილი კაბინეტები, სადაც „ლანცეტის“ თერაპევტი, ქირურგი, სტომატოლოგი, გინეკოლოგი და ოკულისტი ყველა მსურველებს გამოკვლევებს უტარებდნენ.
ვრცლად
2014-09-26
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)- ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ვრცლად
2014-09-25
25 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა ფონდ „ღია საზოგადოების“ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარეს, სადაც განიხილეს ადრეული და სკოლამდელი განათლების ეროვნული სტრატეგია.
ვრცლად
2014-09-25
25 სექტემბერს სოფელ წერაქვში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ აკურთხა.
ვრცლად
2014-09-25
25 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ქვემო ქართლში მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური ანალიზის სამუშაოების მოცულობის და შემადგენლობის განსახილველად საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროექტის ეკოლოგიური და სოციალური ექსპერტი მაია გაჩეჩილაძე, უფროსი ეკოლოგ-ინჟინერი დოქტორი კრის სტოკსი და ქვემო ქართლის სამი მუნიციპალიტეტის- მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვრცლად
2014-09-24
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას 24 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით სოფლის მინისტრის პირველი მოადგილე იური ნოზაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსაუხრების გაძლიერება საქართველოში"-ს ხელმძღვანელი როლანდ სმიტი და მარნეულის სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ჯუმბერ შუბითიძე ეწვივნენ.
ვრცლად
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
587
აპრ 22 ოთხ 2020
15750
აპრ 22 შბ 2017
28986
იან 09 ორშ 2017
28537
აგვ 30 სამ 2016
30544
აგვ 27 შბ 2016
29809
სექ 02 პარ 2016
28238
აგვ 26 პარ 2016
27745
აგვ 30 სამ 2016
25870
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |