სიახლეები
სოფელ წერაქვში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი განახლდა
25 სექ 2014
ტაძრის გახსნის საზეიმო წირვა-ლოცვას ქვემო ქართლის ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
წერაქვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც შუა საუკუნეებს მიეკუთვნება, მრავალი წლის განმავლობაში უმოქმედო იყო. ისტორიული ცნობების თანახმად, ამ ტაძარში მოინათლა ამავე სოფლის მკვიდრი, დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ ჯავახიშვილი. საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი მეუფე გიორგიმ დალოცა;"მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში ღირსშესანიშნავი დღეა, რამეთუ დღეს ვზეიმობთ ტაძრის განახლებას. მოგეხსენებათ, რომ ყოველი ტაძრის კურთხევა ზეცაში გაჭრილი სულიერი სარკმელია."მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა ადგილობრივ მრევლს ტაძრის გახსნა მიულოცა."წერაქვის მოსახლეობისთვის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რადგან წლების განმავლობაში უმოქმედოდ დარჩენილი ტაძარი იკურთხა და ამიერიდან ყოველ კვირა დღეს აღევლინება წირვა-ლოცვა. ასეთი დიდებული დღეები, ვფიქრობ, ამ სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციის ტენდენციას შეაჩერებს", - დასძინა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.
{AG}25.09.2014-weraqvi.eklesiis.gaxsna{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2792
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
65
აპრ 03 ოთხ 2024
810
აპრ 22 ოთხ 2020
15943
აპრ 22 შბ 2017
29187
იან 09 ორშ 2017
28754
აგვ 30 სამ 2016
30734
აგვ 27 შბ 2016
30008
სექ 02 პარ 2016
28454
აგვ 26 პარ 2016
27930