სიახლეები
ხალხის კეთილდღეობა ჩვენი პრიორიტეტია
27 სექ 2014
ბატონმა მერაბ თოფჩიშვილმა ხაზი გაუსვა კვალიფიციური სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას და აღნიშნა: „ამგვარი აქციები პერიოდულად ჩატარდება. წინა შაბათს მომსახურება გაეწიათ ალგეთის მცხოვრებთ, დღეს კი, მარნეულელებსაც შეუძლით მიიღონ უფასო სამედიცინო კონსულტაცია. მომავალ კვირას დაგეგმილია სპეციალისტთა გასვლა დევნილთა დასახლებაში. მოქალაქეები მადლიერებას გამოხატავენ, რადგან საშუალება ეძლევათ უფასოდ ჩაიტარონ სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევა. ჩვენი მაცხოვრებლების სახელით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ლანცეტის“ ხელმძღვანელობას და სპეციალისტებს გაწეული მომსახურებისთვის“.როგორც „ლანცეტის“ სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა გელა არაბიძემ მოგვითხრო, ცენტრის საქმიანობა ძირითადად ლტოლვილებსა და სოციალურად დაუცველ კონტინგენტზეა ორიენტირებული, თუმცა, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქამდე ხელი არ მიუწვდებოდა, მაგრამ ესაჭიროებოდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, შეუძლია ჩვენი ადგილზე მომსახურებით ისარგებლოს. ჩვენი ცენტრის პრიორიტეტია ადგილზე ჩატარებული სამედიცინო მომსახურეობის გაწევით დავეხმაროთ ხალხს ეკონომიკური თვალსაზრისითაც. დღის ბოლოსთვის 140-ზე მეტი პაციენტმა მიიღო კვალიფიციური კონსულტაცია, რაც ამ აქციის საჭიროებასა და დროულობას ადასტურებს.
{AG}28.09.2014-khalkhis.ketildgeoba.chveni.prioritetia{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2885
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
67
აპრ 03 ოთხ 2024
812
აპრ 22 ოთხ 2020
15943
აპრ 22 შბ 2017
29187
იან 09 ორშ 2017
28754
აგვ 30 სამ 2016
30734
აგვ 27 შბ 2016
30008
სექ 02 პარ 2016
28454
აგვ 26 პარ 2016
27930