სოფელ ბეგლიარში სასმელი წყლის მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იცვლება 2.5 კილომეტრიანი ცენტრალური მაგისტრალი, ასევე მოხდება მთლიანად სოფლის სასმელი წყლის მილებით დაქსელვა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ სასმელი წყლით 71 ოჯახი მომარაგდება. პროექტი დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულებაა 231 998 ლარი.
სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის ოქტომბერში.