მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მოსწავლეებს სასკოლო ჩანთები და საკანცელარიო ნივთები გადაეცათ
13 სექ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით 2023 სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 300-მდე ბავშვს სასკოლო ჩანთები და სასწავლო/საკანცელარიო ნივთები დაურიგდათ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილ მოსწავლეებს და მათ მშობლებს, სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და საჩუქრები პირადად გადასცეს. შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ სასკოლო ჩანთები და ნივთები სოციალურად შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების სასკოლო ასაკის ბავშვებს, სსსმ და შშმ მოსწავლეებს გადასცა.

„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ყველა მოსწავლეს და განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარს.

დღეს, იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჩვენგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ, სასკოლო ნივთები და ჩანთები გადავეცით.

წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ ყველა მოსწავლეს!“- პატივისცემით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1105
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
741
სექ 19 სამ 2023
1019
ივლ 05 ოთხ 2023
1367
 
     
    სიახლეები
    2023 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031