მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსლიმ მოსახლეობას ყურბან- ბაირამის დღესასწაული მიულოცა
24 სექ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულებს ეწვივნენ, სადაც მუსლიმ მოსახლეობას ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დადგომა მიულოცეს.

გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თავდაპირველად ქალაქ მარნეულის მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის შეწირული საქონლის ხორცი შეჭირვებულ ოჯახს დაურიგეს. მარნეულის შემდგომ თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები სადახლოს ტერიტორიულ ერთეულს ეწვივნენ, სადაც შეჭირვებულ ოჯახებს ასევე გადასცეს სადღესასწაულო ნობათი. „მარნეულის გამგეობის სახელით, გულითადად ვულოცავ ყურბან- ბაირამის დღესასწაულის დაწყებას არამარტო მარნეულში, არამედ მთლიანად საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს. ვუერთდები მათ სიხარულს და თითოეულ მათგანს ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას.“ - განაცხადა მარნეულის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა. ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და სამ დღეს გრძელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2612
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2297
სექ 19 სამ 2023
2502
ივლ 05 ოთხ 2023
2636
 
     
    სიახლეები
    მაი 02 ხუთ 2024
    98
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031