15 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მოადგილეებთან ერთად უძღვებოდა.
თათბირზე გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად, გასული პერიოდის განმავლობაში გაწეული სამუშაოები მიმოიხილეს, მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა შეაფასეს და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
თათბირზე ძირითადად საუბარი შეეხო „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სადაც დეტალურად განიხილეს სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი.