დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ქვემო ქართლის რეგიონში ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროექტის ფარგლებში გასვლითი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტიური ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრის მიზანს სტრატეგიის პროექტის განხილვისა და მის შემუშავებაში სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართვა წარმოადგენდა.
შეხვედრების ფარგლებში წარმოდგენილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით მომზადდება სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი, რომლის დამტკიცებაც დაგეგმილია 12 სექტემბერს, ქ. რუსთავში.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწუმენუბულის/გუბერნატორის ადმინისტრაცია და ა(ა)იპ „ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონალური ასოციაცია -აირა“ ახორციელებენ პროექტს, რომლის მიზანია ქვემო ქართლის რეგიონში ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის შემუშავება.
პროექტის მიზანია რეგიონებში არსებობდეს ახალგაზრდების განვითარების რეგიონალური სტრატეგიული გეგმა, სადაც ასახული იქნება რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების სპეციფიკური საჭიროებები და ინტერესები კონკრეტული, დროში გაწერილი მიდგომებითა და პროგრამებით.
პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით „სამოქალაქო საზოგადოება. დიალოგი პროგრესისთვის“ პროექტის ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 2 აპრილს საქართველოს მთავრობის #533 განკარგულებით „საქართვლოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი“ დამტკიცდა.