მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერია“ ბულგარეთის რესპუბლიკის ქალაქ პრიმორსკის ახალგაზრდა შემოქმედთა XII საერთაშორისო ფესტივალ/კონკურსიდან – „პრიმორსკო 2015“, წარმატებით დაბრუნდა.
ფესტივალ/კონკურსში მონაწილეობა ანსამბლისთვის წარმატებული აღმოჩნდა, ვინაიდან კონკურსანტებს შორის III საპრიზო ადგილი დაიკავეს. შეგახსნებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერია“ კულტურულ–გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ოფიციალური მიწვევით, ბულგარეთის რესპუბლიკის ქალაქ პრიმორსკოს მერიის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა შემოქმედთა XII საერთაშორისო კონკურსზე „პრიმორსკო 2015“–ში მონაწილეობდა.
ფესტივალის მიზანი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული ბავშვების მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება და გამყარება იყო. აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ბულგარეთის, საქართველოს, ისრაელის, რუსეთის, ყაზახეთის და რუმინეთის ქორეოგრაფიული ანსამბლები.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები საქართველოში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და ახალი მეგობრებით დაბრუნდნენ.
მარნეულის მუნიციპლიტეტის თვითმმართველობა ულოცავს კიდევ ერთ წარმატებას ანსამბლ „იბერიას“ და წინსვლას უსურვებს.