7 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიწყო პროექტ „შეკარი მეგობრობის წრის“ განხოციელება, რომლის მიზანია მარნეულში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსების ინტეგრაციის ხელშეწყობა, კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
პროექტის ორგანიზატერებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის საკონფერენციო დარბაზში ჩაატარეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი სკოლის მოსწავლეებისთვის. ასევე სესია დაეთმო სტერეოტიპული წარმოდგენების გააზრებას.
აღნიშნული პროექტი 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა სხვადასხვა საინტერესო აქტივობები მარნეულელი მონაწილეებისა და საზოგადოების ჩართულობით.
პროექტი „შეკარი მეგობრობის წრე“ ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში. მრავალფეროვნების სკოლას ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა, გერმანულ ორგანიზაცია MitOst-თანთანამშრომლობით. პროგრამას აფინანსებს Institut für Auslandsbeziehungen – IfA
აღსანიშნავია, რომ პროექტის მხარდამჭერია მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა.