მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა – ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობის შესახებ
03 სექ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობის შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში,  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები  და დაინტერესბული პირები.
შევედრაზე ჩამოსულმა ექსპერტემბა დამსწრეებს გააცნეს პროექტი „ბიომასის წარმოება და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“, ისაუბრეს პროექტის განხორცილების უპირატესობებზე და  მოსახლეობის ჩართულობის საჭიროებებზე.
აღსანიშნავია, რომ პროექტი დაიწყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გლობალური გარემოსადაცვითი ფონდის მხარდაჭერით. 
პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს შექმნას ენერგიის ახალი, განახლებადი წყარო ბიოლოგიურად სუფთა რესურსების გადამუშავების გზით. ამ მიზნით მოხდება ბიომასის საწვავის საწარმოებისა და მუნიციპალური შენობების მიერ  მოხმარების თანადაფინანსება. თანადაფინანსების მისაღებად ჩატარდება კონკურსი, სადაც მონაწილეობა შეუძლია ნებისიერ დაინტერესბულ პირს.
დამატებითი ინფორმაციითვის ეწვიეთ:  Facebook/ბიოსაწვავი საქართველო

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2596
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2083
სექ 19 სამ 2023
2325
ივლ 05 ოთხ 2023
2482
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031