მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„შეკარი მეგობრობის წრე“
02 სექ 2015
 

გსურს გაუზიარო სხვებს საკუთარი კულტურა და  გაეცნო შენ გვერდით მცხოვრებ განსხვავებულ ეთნოსებს?

თუ ხარ 13-დან 17-წლამდე, ცხოვრობ მარნეულის მუნიციპალიტეტში, წარმოადგენ ქართველ, აზერბაიჯანელ ან სომეხ ეთნოსს და თვლი, რომ შენი ერის კულტურა ღირსეულად შეგიძლია წარმოაჩინო, მაშინ პროექტი „შეკარი მეგობრობის წრე“ შენთვისაა.

გიწვევთ საგანმანათლებლო-კულტურულ პროექტში, რომელიც შემოქმედებითად დატვირთულ აქტივობებს გთავაზობთ. წინ უამრავი ახალი მეგობარი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ.

პროექტის მიზანია, მარნეულში მცხოვრრები სხვადასხვა ეთნოსების ინტეგრაციის ხელშეწყობა, კულტურული მიმღებლობის გაზრდა და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

პროექტი განხორციელდება  ქ. მარნეულში, 7-დან 11 სექტემბრის ჩათვლით. მარნეულის გამგეობის შენობის საკონფერენციო დარბაზში.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ თამუნა მაჭარაშვილს ელ. ფოსტის საშუალებით:  tamuna.macharashvili.1@iliauni.edu.ge ან შეავსეთ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა
დამატებითი ინფორმაციისთის დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 577 64 65 60

 

პროექტის „შეკარი მეგობრობის წრე“  პროგრამა.

დღე

აქტივობა

დღე I

„გამიცანი მეგობარო“ - პროექტის მონაწილეთა გაცნობა სახალისო თამაშებით და ენერჯაიზერებით.

დღე II

„კულტურათა გამოფენა“ - მონაწილეები წარმოადგენენ ნაციონალურ კულტურას.(ცეკვა, სიმღერა, სამზარეულო.)

დღე III

„ხელოვნება მშვიდობისთვის“ - ხელოვნების აქტივობების გამოყენებით მონაწილეები გამოხატავენთ თავიანთ ემოციებს, დამოკიდებულებებს და შესაძლებლობებს.

დღე IV

„სპორტი მშვიდობისთვის“ - სპორტის აქტივობების გამოყენებით მონაწილეები ერთმანეთის ნდობას, თანამშრომლობას ისწავლიან და დაიმსხვრევა მათ შორის სტერეოტიპები.

დღე V

„ტრადიციების გაცოცხლება“ - პროექტის მონაწილეები მარნეულის ქუჩებში გააცოცლებენ ქართულ(ბერიკაობა), აზერბაიჯანულ(ქოსა და ქიაჩელი) და სომხურ (ვარდევარი) ტრადიციებს.

 

პროექტი „შეკარი მეგობრობის წრე“ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში. მრავალფეროვნების სკოლას ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა,გერმანულორგანიზაცია MitOst-თანთანამშრომლობით. პროგრამასაფინანსებს Institut für Auslandsbeziehungen – IfA.

03

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2540
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2114
სექ 19 სამ 2023
2352
ივლ 05 ოთხ 2023
2513
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031