მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
18 აგვ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ციფრულ  მაუწყებლობაზე  გადასვლასთან  დაკავშირებით  საინფორმაციო შეხვედრა   გაიმართა. რეფორმის პროცესში ჩართულმა მხარეებმა ადგილობრივ მოსახლეობას, ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწოდა.

შეხვედრას ორგანიზება გაუწია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ „საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ“, შპს „საქართველოს ტელე– რადიო ცენტრმა“,  ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.  
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ზემოთ ხსნებული სამინისტროს წარმომადგნელები, მარნეულის მუნციპალიტიეტის გამგებელი  მერაბ  თოფჩიშვილი, გამგებლის წარმომადგენლები ტერიოტრიული ერთეულებში,   ადგილობრივი მოსახლეობა და მეზობელი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
შეგახსნებთ, რომ 2015 წლის 1-ელ ივლისს, საქართველოს მასშტაბით დაიწყო ანალოგური მიწისზედა საეთერო  სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა, რომელიც 25 აგვისტოს დასრულდება.
ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.
მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც შემუშავდა და ამოქმედდა სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები. მთავრობამ ასევე შეიმუშავა სუბსიდირება, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს (70 000 და ნაკლები სარეიტინგო  ქულით) ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ. 
შეგახსენებთ,  რომ ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლა 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულებით განისაზღვრა. რეფორმის განხორციელებით საქართველო  საერთაშორისო  ვალდებულებას  ასრულებს. 
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცხელ ხაზზე, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა  და კომერციული მულტიპლექსოპერატორის - ,,სტერეო +’’ -ის ცხელ ხაზებზე:

ციფრული მაუწყებლობის სააგენტო:  1480; 2 24 14 80;  2 25 14 80;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 2 99 11 49; 2 99 10 41; 2 99 10 58;

,,სტერეო +’’  2 05 12 12;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური  2 39 95 05.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2669
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2084
სექ 19 სამ 2023
2327
ივლ 05 ოთხ 2023
2485
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031