მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
21 ივნ 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ინტენსიური სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

სტიქიის შედეგად დაზიანებულ უბნებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების წევრები, გამგეობის შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფება, სადაც მობილიზებულია სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდა.
გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გუშინ მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა და დახმარება აღუთქვა.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს, მუდმივმოქმედი, სპეციალური კომისია დაითვლის.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა გუშინ გვიან ღამით საგანგებო თათბირი ჩაატარა, რომელსაც გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, სამსახურისა და განყოფილების უფროსები ესწრებოდნენ.
სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც ადგილზე აკვირდებოდა გამგებელი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2566
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2288
სექ 19 სამ 2023
2495
ივლ 05 ოთხ 2023
2629
 
     
    სიახლეები
    მაი 02 ხუთ 2024
    79
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031