მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის სამუსიკო სკოლამ 55 წლის იუბილე იზეიმა
02 ივნ 2015
 

დღეს მარნეულის კულტურის სახლმა სამუსიკო სკოლის 55 წლის საიუბილეო საღამოს უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში,  სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა  დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი მუსიკალური  ნაწარმოებები შეასრულეს.

საიუბილეო საღამოს მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის  ხელმძღვანელი პირები, კულტურულ–საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა, ირინა  სამხარაძემ მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს, ასევე ღონისძიების თითოეულ მონაწილეს და  წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
სამუსიკო სკოლის საიუბილეო საღამო დასრულდა  კომპოზიტორ გია ყანჩელის ცნობილი  მუსიკით – კინოფილმიდან  „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2888
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2288
სექ 19 სამ 2023
2495
ივლ 05 ოთხ 2023
2629
 
     
    სიახლეები
    მაი 02 ხუთ 2024
    77
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031