3 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მზის საერთაშორისო დღე აღინიშნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატვითა და ა.ა.ი.პ. „კულტურის ცენტრის“ დახმარებით მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი მუღანლოდან, საიმერლოდან, თამარისისიდან და ქალაქ მარნეულიდან.
ღონისძიებას ასევე შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სახალისო აქტივობები, როგორიც არის: გუაშით ხატვა ადგილობრივი მხატვრის, მანუჩარ პაპიძის ხელმძღვანელობით, ხატვა ასფალტზე ფერადი ცარცებით, ორნამენტული ხატვა სახეზე, რომელსაც ორგანიზება გაუწია არასამთავრობო ორგანიზაცია „Dream partner”-მა.
ადგილზე შესრულებული ნახატები გამოიფინა კულტურის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხოლო, მარნეულის „კულტურის ცენტრთან“ არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა, „იბერია“-მ, დავით ჭანტურიას ხელმძღვანელობით, მოაწყო მასშტაბური ფლეშ-მობი.
აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ, იგეგმება მსგავსი ტიპის ღონისძიებების რეგულარულად ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების წახალისებასა და შემოქმედებითი კუთხით განვითარებას.