მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ნაპირსამაგრი ქვის გაბიონის მშენებლობა სოფელ გაჯისაკენდში
22 აპრ 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა სოფელ გაჯისაკენდში, მდინარე ალგეთთან,  საავტომობილო გზასთან მდებარე ფერდობის სტაბილიზაციის სამუშაოები დაათვალიერა.

ვინაიდან წლების განმავლობაში მდინარე ალგეთის  ადიდება იწვევდა გვერდით ეროზიებს, საფრთხის წინაშე დადგა სოფლის ცენტრალური გზის ჩამოშლაც.
აღნიშნული პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული პრობლემის მყისიერად გადაწყვეტის, რისთვისაც,  მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა თანხა 59 997 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ მდინარის ნაპირსამაგრ სამუშაოებისადმი დიდ დაინტერესებას იჩენენ ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც  გარკვეულ მონაწილეობას იღებენ სამუშაოების პროცესში.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 73 მეტრი ქვის  გაბიონის მშენებლობა, რომლის სამუშაოებს შპს „თეგი“ ასრულებს.
ფერდობის სტაბილიზაციის სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3335
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2271
სექ 19 სამ 2023
2480
ივლ 05 ოთხ 2023
2613
 
     
    სიახლეები
    მაი 02 ხუთ 2024
    47
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031