მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
16 აპრ 2015
 

დღეს   მარნეულის   მუციპალიტეტის  გამგეობის შენობაში ქალთა ოთახის ინიციატივით მცირე ბიზნესის განვითარების 2 დღიანი ტრეინინგი დაიწყო, რომელიც მიმდინარეობს  პროგრამა „ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“  ფარგლებში.

ტრეინინგის მიზანია ქალბატონებისათვის ბიზნესის დაწყების ან არსებული ბიზნესების გაძლიერების უნარ-ჩვევების გაძლიერება მათი ეკონომიკური განვითარების მიზნით.
შეხვედრას ესწრებიან ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ქალბატონები, პეადაგოგები სხვადასხვა სოფლებიდან, გამგეობის თანამშომლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მცირე მეწარმეები.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მხარს უჭერს ქალთა ოთახის ინიციატივებს. მან მოინახულა ტრეინინგის  მიმდინარეობა, გაესაუბრა ორგანიზატორებსა და  დამსწრე საზოგადოებას. აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ტრეინინგები და შეხვედრები აუცილებელია მუციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონებისათვის,  მათი ბიზნეს კუთხით განვითარებისათვის.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჰორიზონტის გაფართოება გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში  სამცხე- ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში იხსება ქალთა ოთახები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტრეინინგებსა და აქტივობების ორგანიზებას.  პროგრამა დაფინანსებულია  ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ (USAID) და ხორციელდება კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის (ICCN) მიერ, მერსი ქორფსთან (MercyCorps) პარტნიორობით. პროგრამა 2014 წლის აპრილიდან დაიწყო და ხორციელდება ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის 13 მუნიციპალიტეტში, რომლის მთავარი მიმართულებაა ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, დღესდღეობით არსებული ბარიერების გადალახვა, რათა მათ ჰქონდეთ გაუმჯობესებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2638
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2300
ივლ 05 ოთხ 2023
2450
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031