მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის გაცნობითი შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში
15 აპრ 2015
 

საქართველოს რეგიონებში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული  „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაწყებულია  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება. პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უწყობს საკუთარი საქმის წამოწყებაში და დადებით გავლენას ახდენს რეგიონის განვითარებაზე.

სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს ბიზნესიდეების კონკურსი. განაცხადების მიღება www.qartuli.ge ვებ-გვერდის მეშვეობით 2015 წლის 5 მაისამდე გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ:
1. წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეა;
2. გაიღრმავონ ბიზნეს უნარები;
3. გამოიყენონ შესაძლებობა, მიიღონ შესაბამისი თანადაფინანსება: 5,000 ლარამდე - 1 მეწარმე; 10,000 ლარამდე - 2 მეწარმე; 15,000 ლარამდე - 3 მეწარმე.

დღეს,  აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაცნობის მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა, მხარის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი ციკოლიამ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რეგიონში პროგრამის უშუალო განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 
შეხვედრა  მოკლე პრეზენტაციისა და კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცა, უშუალოდ პროგრამის ინიციატორებისა და განმახორციელებლებისგან მიეღო ამომწურავი ინფორმაცია, რათა ჩაერთოს ახალ სამთავრობო ინიციატივაში.
საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით  21 აპრილამდე გაგრძელდება.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2575
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2030
სექ 19 სამ 2023
2300
ივლ 05 ოთხ 2023
2449
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031