მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კონკურსი მიკრო და მცირე ბიზნესის წამოსაწყებად- მარნეულის მუნიციპალიტეტში
10 აპრ 2015
 

2015 წლის  15 მარტს სამცხე ჯავახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა  დაიწყო.  ბიზნეს იდეების კონკურსის ფარგლებში  განაცხადების მიღება 5 მაისამდე გაგრძელდება.

აღნიშნული პროგრამა საქარველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის  მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში ხორციელდება  და ისახავს მეწარმეების დაფინანსებისა და ცოდნის ამაღლების გზით საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას  ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო  კონრაქტორი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში  სააგენტოს კონტრაქტორია ააიპ რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA).
პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით,  რეგიონული განვითარების ასოციაციის წარმომადგენლები  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების ყოველკვირეულ თათბირს დაესწრნენ, სადაც დეტალურად ისაუბრეს ბიზნეს იდეების კონკურსის შესახებ.
როგორც შეხედრაზე პროგრამის წარმომადგენლებმა განაცხადეს, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია   მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მიკრო ან მცირე ბიზნესის წამოწყების ან განვითარების მსურველ ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ არის საჯარო მოხელე და არ აქვს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს წინაშე. პროგრამით  თაინტერესებულთ საშუალება ეძლევათ 5 მაისამდე განცხადებით მიმართონ  პროგრამის ოფისს, რომელიც მდებარეობს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩა #48-ში.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს,  რეგიონული განვითარების ასოციაციის წარნმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის  ტერიოტორიულ ერთეულებში სისტემატურად მართავენ.
ბიზნეს იდეების კონკურსის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო ბიზნეს იდეები, რისთვისაც პირველ ეტაპზე ხდება  პროგრამის განაცხადის ფორმის შევსება.
საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ სპეციალური ტრენინგი, შეადგინონ პროფესიონალური ბიზნეს გეგმა და კონკურსის წესით მოიპოვონ თანადაფინანსება იდეის განსახორციელებლად (5,000 ლარამდე 1 მეწარმე, 10,000 ლარამდე 2 მეწარმე, 15,000 ლარამდე 3 მეწარმე). თანადაფინანსების მოპოვების შემთხვევაში მეწარმეს მოეთხოვება თანადაფინანსების სულ მცირე 20% ოდენობის ფულადი თანამონაწილეობა ბიზნესში. პროგრამასთან დაკავშირებული  დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია  ვებგვერდზე  www.qartuli.ge

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2815
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2300
ივლ 05 ოთხ 2023
2450
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031