მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტი „თანამონაწილეობითი ბიუჯეტი“ განხორციელდება
02 აპრ 2015
 

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში გამგეობაში, გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი  შეხვდა პოლონური „ფონდი The Other Space Foundation” და ა(ა)იპ „ერთიანი კავკასიის“ წარმომადგენლებს, სადაც განიხილეს პროექტი  „თანამონაწილეობითი ბიუჯეტი“–ს  განხორციელების სამოქმედო გეგმა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აპრობირებული და პოპულარული პროექტი, ადგილობრივ თვითმმართველობას და პროექტის ორგანიზატორებს შორის გაფორმებული  მემორანდუმის საფუძველზე  უახლოეს მომავალში დაიწყება.
პროექტი თანამონაწილეობითი ბიუჯეტი – გულისხმობს  ადგილობრივი ბიუჯეტის  შემუშავებას და დამტკიცებას საზოგადოების მონაწილეობით, ფინანსური გეგმის ერთობლივ მართვას–მოქალაქეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.  
პროექტის წარმომადგენლების განმარტებით თანამონაწილეობითი ბიუჯეტი  უზრუნველყოფს  რეგიონის მოსახლეობის ჩართულობას ფინანსური გადაწყვეტილებების პრიორიტეტული საკითხების განხილვაში და  მიღებაში.
პოლონური „ფონდი The Other Space Foundation” და ა(ა)იპ „ერთიანი კავკასია“  აღნიშნული პროექტის ფარგლებში  გეგმავს უზრუნველყოს: პოლიტიკური ნეიტრალიტეტს; 2015 წლის საპილოტე პროგრამის  „საზოგადოების ბიუჯეტში თანამონაწილეობა“– პოლონელი სპეციალისტებით;  მუნიციპალიტეტის გუნდისთვის სემინარების ჩატარებას. რეგიონული სემინარის მომზადებას და განხორციელებას პოლონელი ექსპერტების და ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით;  მარნეულის მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელებთან და საკრებულოსთან თანამშრომლობით – 2016 წლის პროექტის დაგეგმვას.
როგორც გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა  სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა თვითმმართველობა მზადყოფნას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის დაგეგმვის ნოვატორული პროგრამის განხორციელებაში.
პროექტი „თანამონაწილეობითი ბიუჯეტი“ დაფინანსებულია  პოლონური ფონდი „სხვა სივრცის“ მიერ.  

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2597
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2301
ივლ 05 ოთხ 2023
2451
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031