მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირები გაიხსენეს
07 აპრ 2015
 

დღეს,  მარნეულის  მუციპალიტეტის გამგეობის  საკონფერენციო დარბაზში,  9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნისადმი  მიძღვნილი საღამო გაიმართა,  რომელშიც მონაწილეობდნენ  სოფელ  საბირქენდის, კასუმლოსა და ქესალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები. ღონისძიებას  მოწვეული სტუმრის სტატუსით   9 აპრილის  უსინათლო გმირი ლელა ვეფხვაძეც ესწრებოდა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიხსენა ამ დღეს განვითარებული  ტრაგიკული მოვლენები და დაღუპულ გმირებს საკუთარი სიმღერებით მიაგო პატივი.

ღონისძიებას ასევე შეუერთდა  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, რომელმაც  სიტყვით მიმართა სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგოებს, ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელობაზე და დიდი  მადლობა გადაუხადა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგოებს იმიასათვის, რომ არ ივიწყებენ  საქართველოს მძიმე წარსულს და ყოველ წელს იხსენებენ  9 აპრილის დიად გმირებს. 
აღსანიშნავია, რომ საღამოს ორგანიზებას  ზემოთ აღნიშნული სოფლების   ქართული ენის პედაგოგები უწევდნენ.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2870
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2301
ივლ 05 ოთხ 2023
2452
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031